უყრაინის შეიარაღებული ძალები რომ სამოქალაქო მოსახლეობას ფარად (ფარი-ს აზრით, თუმცა ცხვრის ფარა-ც, შეიძლება გაგვახსენდეს) იყენებს, რუსეთის ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია. თუმცა რუსეთის ხელისუფლება დაინტერესებული მხარეა, ამიტომ, სჯობს, საკუთარ თვალებს დავუჯეროთ.
კერძოდ, ქვემოთ წარმოდგენილ ვიდეოზე ასახულია ჩეხეთის მიერ უყრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნაჩუქარი საბრძოლო ვერტმფრენი, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების “მი-24”, რომელიც სავარაუდოდ დონბასის მიმართულებით მიფრინავს – სამოქალაქო ავტომობილებით დატვირთული საავტომობილო ტრასის გაყოლებით.
მიუხედავად იმისა, რომ თავად უყრაინის ჯარის მიერ გადაღებულ ამ ვიდეოს გერმანული ყვითელი პრესის “ბილდ”-ის აღფრთოვანებული კომენტარი ახლავს თან, აშკარაა, რომ უკიდურესად დაბალ სიმაღლეზე მფრენი სამხედრო აპარატი, იმ შემთხვევაში, თუკი მას რუსები ესვრიან, აუცილებლად დააზარალებს ტრასაზე მოძრავ ავტომანქანებს. შესაბამისად, ეს კონკრეტული მაგალითი ადასტურებს, რომ უყრაინაში ადგილი აქვს სამხედროების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის გამოყენებას, ფარად: