ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

ფინეთის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებში ჩავიდა. ამის შესახებ Politico წერს.

როგორც გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება,  ზელენსკი შეხვდება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტეს, ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. როგორც მოსალოდნელია, რუტესთან შეხვედრას ბელგიის პრემიერ-მინისტრიც დაესწრება.

ამასთან, ზელენსკი ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოვა.