ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა, ედ შირანმა სიმღერის Thinking Out Loud შესაძლო პლაგიატის შესახებ საქმე მოიგო. როგორც The New York Times-ი წერს, ნიუ-იორკში ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ მუსიკოსს მარვინ გრეის სიმღერა Letʼs Get It On არ დაუკოპირებია.
შირანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი ედ ტაუნსენდის შთამომავლებმა შეიტანეს. ეს უკანასკნელი სადავო სიმღერის თანაავტორი იყო.
როგორც სარჩელში იყო აღნიშნული, ბრიტანელი მომღერლის კომპოზიციაში Letʼs Get It On-ის მთავარი ელემენტებია გამოყენებული, რასაც თავად ედ შირანი და მისი ადვოკატები უარყოფდნენ.
განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, შირანმა პირობა დადო, რომ თუ სასამართლო მას პლაგიატში დამნაშავედ ცნობს, მუსიკალურ კარიერას დაასრულებდა.