ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა

ბელარუსმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი დააწესა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რუსეთიდან ბელარუსში გადასვლის მსურველებს საზღვარზე პასპორტებს უმოწმებენ. „კონტროლი მხოლოდ შესვლაზე მოქმედებს. ეს ღონისძიება რუსეთთან ვიზების ურთიერთცნობის შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება,“ – განაცხადეს ბელარუსის საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტში.

ამავე უწყებაში განაცხადეს, რომ საპასპორტო კონტროლი „შემდგომ ბრძანებამდე“ დაწესდა.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვარზე უკვე შეიქმნა რიგები.