ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი შესრულდა. ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა თანამშრომლებმა, თარიღი მემორიალთან აღნიშნეს.

აფეთქება ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში, 1986 წლის 26 აპრილის ღამეს, გეგმური ცდების დროს მოხდა, შედეგად ატომური რეაქტორი ჩამოინგრა და ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

კატასტროფა კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო იყო. მას შემდეგ 37 წელი გავიდა, თუმცა ბირთვული საფრთხე, უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, ისევ არსებობს.