ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ცინ განმა განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა შეწყვიტოს ტაივანში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა.
„[აშშ] სათანადოდ უნდა მიუდგეს ტაივანის საკითხს. უნდა შეწყვიტოს ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა“, – აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩინეთში აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს ჩინეთის „წითელ ხაზებს“ და შეწყვიტოს მისი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესების დარღვევა.