ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლას, მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო, ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ერთ-ერთ ქართულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„ზუსტად არ ვიცი, გამაფრთხილეს. ალბათ საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები, იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ალბათ აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას და იქნება ან ახალი ძალა, ან კოალიცია. ივანიშვილი ათ წელზე მეტია, რაც არის და ის არც მეფეა, არც მონარქი, არც დიქტატორია. დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება შეიცვლება. მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს. ხალხი იმსახურებს ევროპულ მომავალს და არა მთავრობა. თუ საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებს შეხედავთ, ქართველი ხალხის უმეტესობას სურს ევროკავშირში. თუ ეს არის ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, მან უნდა აღასრულოს ხალხის ნება, მაგრამ ისინი რატომღაც საწინააღმდეგოს აკეთებენ. ისინი პირიქით, რუსეთს სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან. ჩემი აზრით, ეს ივანიშვილის გამო ხდება, რომელიც მართავს ყველაფერს“, – განაცხადა არახამიამ.