ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო ვართ, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები ვართ, შესაბამისად, ვიდრე ბრალი არ არის დამტკიცებული, ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ის, რომ ბატონი ვაშაძე სადაც ფლობს სასტუმროს თუ რაღაც ფართს, ზუსტად იმ შენობაში, იმ მისამართზე „ქოლცენტრებია“, ეს დასტურდება და თვითონაც არ უარყოფს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, გიორგი ვაშაძემ საზოგადოებამ არაერთხელ მოატყუა.
„მეორე თემაა ის, რომ ბატონი არახამიას ნახევარძმას თუ ძმას, ინტერესი აქვს და ფლობს, ეს ხომ ფაქტია. ამას ვერ გავექცევით. ის, რომ ვაშაძე და არახამია უკრაინასთან არიან მჭიდროდ დაკავშირებული, ეს ხომ ფაქტია? მორჩა. ახლა რაც არ უნდა იხტუნაოს ბატონმა ვაშაძემ, მაშინ ამბობდა რუსი ტურისტები არ უნდა შემოვუშვათო, გახსოვთ, და აღმოჩნდა, რომ სახლში რუსები ჰყავდა, ფულს იღებდა, ხოლო დანარჩენ ქართველებს ტუქსავდა, რუსებთან რატომ თანამშრომლობთ და რატომ აქირავებთო. „ქოლცენტრების“ თემაზე ყვიროდა და არის გონივრული ეჭვი, რომ თვითონ და მისი ოჯახი დაკავშირებულია. ეს მიუთითებს, რომ ეს კაცი არის არაადეკვატური, ჩვეულებრივი მატყუარა, უავტორიტეტო, უპრინციპო ადამიანი. ამიტომ არის ერთპროცენტიანიანი. გამოდი მაშინ და დაამტკიცე, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ზარქუამ.