სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით მოსკოვში გაემგზავრება.
სომხური მედიის ცნობით, ინფორმაციას სომხეთის მთავრობის მეთაურის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ფაშინიანი 9 მაისს დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.