პელეს ფონდი გამოდის ინიციატივით, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი პორტუგალიური ენის ოფიციალურ ლექსიკონში დაამატონ. ინიციატივის ავტორთა განცხადებით, სიტყვა „პელე“ უნდა იყოს „დიდების“, „უნიკალურის“ და „უბადლოს“ სინონიმი.
„ყველა იცნობს და აფასებს ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელს. ახლა დადგა დრო, პატივი ვცეთ პელეს ხსოვნას და უკვდავყოთ ფეხბურთის მეფე მისი სახელის ლექსიკონში შეტანით“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.
აქტივისტებმა ხელმოწერების შესაგროვებლად სპეციალური ვებგვერდი შექმნის, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ინიციატივას მხარი დაუჭიროს.
ლეგენდარული პელე 2022 წლის 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 3 იანვარს, ქალაქ სანტოსის მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალეს.