რუსეთის პრეზიდენტის საცხრამაისო მოლოცვა ქართველ ვეტერანებსა და საქართველოს მოქალაქეებს

რუსეთის პრეზიდენტის საცხრამაისო მოლოცვა ქართველ ვეტერანებსა და საქართველოს მოქალაქეებს

დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, საქართველოს მოქალაქეებს:

ძვირფასო ვეტერანებო! პატივცემულო საქართველოს მოქალაქეებო!

გულითადად გილოცავთ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 78-ე წლისთავს.
გამარჯვების დღის მნიშვნელობა წარუშლელია რუსეთისა და საქართველოს ხალხებისათვის. ამ დიდი ზეიმის აღნიშვნით, მადლიერებას გამოვხატავთ და ღრმა პატივისცემას მივაგებთ ჩვენს მამებსა და პაპებს, რომლებმაც, ერთმანეთის მხარდამხარ ბრძოლით, უდიდესი მსხვერპლისა და დანაკარგების ფასად, სძლიეს ნაციზმს.
ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დიადი გამარჯვების სულიერი მემკვიდრეობა – გამარჯვებულთა თაობის მიერ ჩვენთვის ნაანდერძევი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილი ტრადიციები. არ შეიძლება, დავუშვათ ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯება და საამაყო გმირების სახელების დავიწყება ისევე, როგორც ნაცისტებისა და მათი დამქაშების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებათა ნებისმიერი გამართლების მცდელობები.
გულით და სულით ვუსურვებ საქართველოში მცხოვრებ დიდი სამამულო ომის ვეტერანებსა და ზურგის მშრომელებს მტკიცე ჯანმრთელობას, სულის სიმხნევეს და სიცოცხლის მრავალ წელს, ხოლო მთელ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ვლადიმირ პუტინი