ლევან ბეჟაშვილი – არახამიას განცხადებები უკავშირდება საქართველოს გულშემატკივრობას

დავით არახამია არის საქართველოში დაბადებული, საქართველოდან, აფხაზეთიდან. ამიტომ, ბუნებრივია, მისაღებია მისი დაინტერესება ქართული პოლიტიკით და ამ სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივებით. მით უფრო, რომ უკრაინა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სერიოზული ლობისტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორები და პარტნიორები უკრაინაში ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ამ მიმართულებით ნაბიჯებს არ დგამს, საპარლამენტო ოპოზიცია, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორები და პარტნიორები უკრაინაში ამ მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. ამით შემოიფარგლება მათი მხარდაჭერა და ვფიქრობ, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მისაღებია“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილს კითხვით მიმართეს, ხომ არ აქვს მოლოდინი, რომ დავით არახამია ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდება, რაზეც ბეჟაშვილმა აღნიშნა:

„როგორ გამოჩნდება დავით არახამია, უკრაინის მოქალაქე ქართულ პოლიტიკაში. მისი განცხადებები უკავშირდება საქართველოს გულშემატკივრობას, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებისა და ქართველი ხალხის ინტერესების ლობირებას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვფიქრობ, ამ მხარდაჭერისათვის მას მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ლევან ბეჯაშვილმა.