ოფიციალური გადაწყვეტილებით, პოლონეთი რუსეთის ფედერაციაში შემავალ კალინინგრადის ოლქს პოლონური სახელწოდებით – კროლევიეცით მოიხსენიებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ პოლონეთის ფარგლებს გარეთ გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომისია ავრცელებს ინფორმაციას.
9 მაისს გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ 12 აპრილის სხდომაზე მიიღო. კომისიის განცხადებით, საბჭოთა კავშირში მოღვაწე მიხეილ კალინინი, რომლის სახელიც ეწოდა ქალაქს, არის „კრიმინალი და სხვა საკითხებთან ერთად, პასუხისმგებელია კატინში პოლონელების მასობრივი მკვლელობისთვის“. კომისიაში განმარტეს, რომ მის ხსენებას პოლონეთში „ნეგატიური ხასიათი აქვს“.
კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ცვლილება 2023 წლის 9 მაისს შევიდა ძალაში.