ისრაელის არმია ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში „ისლამური ჯიჰადის“ ერთ-ერთი მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ალი გალის დაღუპვას ადასტურებს თავად პალესტინური ტერორისტული ჯგუფიც.
მედიის ცნობით, ალი გალი ითვლებოდა ორგანიზაციის ცენტრალურ ფიგურად და პასუხისმგებელი იყო ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშზე, მათ შორის, ბოლო ოპერაციაზე
ვითარება ისრაელსა და პალესტინურ ანკლავს შორის 2 დღის წინ დაიძაბა. დაღუპულია 21 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 270 რაკეტა ისროლეს. 3 რაკეტა დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა. რაკეტების დიდი ნაწილი ისრაელის თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.