დავით ჩხარტიშვილი: „კოლექტიური დასავლეთი მითია“

ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:

გავლენიანი გამოცემა „Politico“ იუწყება რომ, – საფრანგეთის ხელისუფლება აღშფოთებულია ამერიკელების მიერ ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანიის გადაბირების მცდელობით. რის გამოც, დაძაბულობა, “კოლექტიურ“ დასავლეთში სულ უფრო იზრდება; რომ საფრანგეთის მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს შეერთებული შტატების მიერ ბირთვული წყალქვეშა ნავების სათადარიგო ნაწილების მწარმოებლის „Segault“-ის შეძენას. ეს იმ დროს, როდესაც ქვეყნებს შორის ისედაც არსებობს ინტერესთა კონფლიქტები. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია – აშშში, მწვანეკომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების შესახებ მიღებული კანონის გამო მიმდინარე დავა. რომელიც პარიზმა და ბრიუსელმა, როგორც პროტექციონისტური და თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების წესების დამრღვევი მონათლეს. დაძაბულობის პიკმა, ჯერ კიდევ 2021 წელს მიაღწია, როდესაც ვაშინგტონმა პარიზიდან მოიპარა მრავალმილიარდიანი კონტრაქტი ავსტრალიისთვის წყალქვეშა ნავების ასაშენებლად. საქმეს ისიც ართულებს რომ, „Segault“_ი აწვდის კომპონენტებს ფრანგულ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს, ასევე ფლაგმან ავიამზიდ „Charles de Gaulle“_ს, და თუ გარიგება მოხდება შტატების სასარგებლოდ, კომპანია აშშის კონტროლის ქვეშ მოექცევა. ეს კი, ვაშინგტონს საფრანგეთის სტრატეგიულ ტექნოლოგიებზე წვდომას მისცემს. ბარემ ისიც შევახსენოთ მკითხველს რომ, დაძაბულობამ პარიზსა და ვაშინგტონს შორის პიკს მიაღწია, როდესაც მაკრონმა განაცხადა – „ევროპა არაა ვალდებული ბრმად მიჰყვებოდეს შეერთებულ შტატებს“ და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ლე მერმა დაადანაშაულა თეთრი სახლი, რომ ის ცდილობს გამოიყენოს კონფლიქტი უკრაინაში იმისთვის რომ, ევროპაში დამყარდეს „აშშ-ს ეკონომიკური ბატონობა“. მაგალითისთვის, ადრე ის აცხადებდა რომ „ევროპამ საკუთარი ეკონომიკური ინტერსები პირველ ადგილზე უნდა დააყენოს და აღარ დაემორჩილოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დოგმას“. მოკლედ, ქრთული საზოგადოებისთვის ფრიად აქტუალურ კითხვაზე „არის თუ არა დასავლეთი ერთიანი“, ვგონებ ეს ბოლო პასაჟი პასუხსაც შეიცავს. მაგრამ, მოდი ეს თემაც გავშლოთ ბარემ სხვადასხვა ოპტიკის გამოყენებით – არსებობს კი საერთოდ, ეს მითიური კოლექტიური დასავლეთი, რომლითაც „მიშისტური“ მედია ასე გვაშინებს ხოლმე და ინსტრუმენტად იყენებს ანტისამთავრობო, თუგინდ ანტისაეკლესიო და ანტიტრადიციონალისტურ კამპანიებში?

 

„Запад нам поможет“_ო, ერთი ლიტერატურული გმირის დარად, საქართველოშიც ასევე ანუგეშებენ ერთმანეთს და ადუღაბებენ ესოდენ გაცვეთილი ხრიკით საკუთარ რიგებს ევრო-ატლანტიკურ კლასტერში. რომელსაც სივრცის ეკონომიის გამო, სამომავლოდ „მიშისტები“ ვუწოდოთ ხოლმე. რადგან ფორმალური ბანაკების მიუხედავად, მათი რეფლექსია და მარკერები, არსით მაინც ერთიან ორგანიზმად აყალიბებს მათ. შესაბამისად, საერთო მისწრაფებებითურთ. მით უფრო შემაშფოთებელი ხდება ეს გარემოება, როდესაც მაქციებთან გვაქვს საქმე – ანუ „მიშისტებტან“, მმართველი პარტიის მანდატით და მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობებზე. იქით მიმყავს რომ, მითიური „კოლექტიური“ დასავლეთის იმედად ამყოფებენ მათი პოლიტიკური და იდეური ბელადები ღია „მიშისტებს“, და ლატენტურებს კი, ან სულაც ჩანერგილებს-თქო მმართველ ძალაში, უგზავნიან სიგნალებს რომ, მზად იყავნენ სათანადო მომენტისთვის (იცინის). ერთიღა ვერ გათვალეს ამ პორტირებულ-ჩანერგილების მიმართ. ისინი, თვალსაწიერისა და წარსულის სპეციფიკიდან გამომდინარე როდი არიან ვა-ბანკზე წამსვლელნი, ასე ვთქვათ „კშატრიებივით“ მომქცევი ხალხი. ბანალური საქმოსნები, ე.წ. „ვაიშებია“ არსით. რომლებმაც, იმ მომენტიდან როგორც კი იყნოსეს სააკაშვილის რეინკარნაიციის შეუძლებლობა, – დასავლეთის დასუსტების, რუსის და ჩინეთის გაძლიერების ნათელი ნიშნების გამო, თურქის ლაიცისტურიდან არსებითად სხვა რელსებზე გადასვლა და ა.შ., ფულის კეთება და გადაფორმატირებული ჭიკჭიკი დაიწყეს. თანაც ისეთ სიხშირეზე, რომ ფორმალურ „მიშისტებთან“ მისაბრნებელი გზები მოიჭრეს ლამის. რომის პაპზე მეტი კათოლიკენი გახდნენ-მეთქი, სიტყვით. საბრალონი, არადა იქამდე კი თავხედობდნენ და განსაკუთრებით, კოალიციურ რეჟიმში ყოფნისას, კოჰაბიტაციის პრინციპების დაცვას ითხოვდნენ. „ოცნებისთვის“ ურთულეს პერიოდებში, დემონსტრაციულად აფრიალებდნენ ევროკავშირის და უკრაინულ დროშებს. თან, ყველანაირად უწყობდნენ ხელს ფარული „მიშისტების“ და არასამთავრობო, თუ ნეოლიბერალური მედიიდან კადრების მოზიდვით „ოცნებაში“, საკუთარი პოზიციების გამაგრებას. მაგრამ, დღეს სწორედ რომ მათ არ აწყობთ ყველაზე მეტად აქ, ღია ფორმით „მიშიზმის“ აღორძინება, და ამას პლუსადაც ჩავუთვლიდი მაგ რუბიკონ_გადალახულ კლასტერს, რომ არა ერთი დეტალი. ფორმალურად, „ოცნებაში“ ყოფნა მაღალ თანამდებობებზე, როდი გარდაქმნის მათ ივანიშვილ-ღარიბაშვილის იმ ტიპის მომხრეებათ, რომელნიც ახალი ფორმების დამკვიდრებას, ქვეყნის გაძლიერებას, აფხაზ-ოსის შემორიგებას და სოფელ-ქალაქის აღორძინებას ცდილობს. როდი, ისინი ძველი რეფლექსიითა და პროპაგანდისტული შტამპებით შეპყრობილნი, არსით მაინც რჩებიან მასეთივე მძვრომიალე „ნაც“-აქტივად, როგორებიც იყვნენ მმართველ პარტიაში, 12-ამდე გადმობარგვისას, ანდა სულაც მერინდელ პერიოდებში. მასშტაბური დივერსიების შნო, როგორც დაწყებით და შუალედურ ეტაპებზე თუ აღარ აქვთ, – შეცვლილი საერთაშორისო წესრიგის, ან რეპრესიების შიშის გამო, მუშაობის იმიტაციითა, ანდა ცერემონიალური მხარის უნიჭო შესრულებით – მაგალითად, უღიმღამო სახეებით მემორიალების შემკობა, ან ობოლ ბავშებთან პოზიორობა და ა.შ., სტაგნაციაში ამყოფონ ის სფერო, ქალაქი თუ რეგიონი, რაც მიანდო მათ ივანიშვილმა, ქე აქვთ.

-დავაზუსტებდი, ივანიშვლმა როდი; პრემიერების და პრეზიდენტების იმ კასკადადმა, რომლენიც დღეს ოპოზიციაში იმყოფებიან ღარიბაშვლთან.

 

მართალია, და რაც ყოველ ჯერზე ხასგასმით უნდა ითქვას სამართლიანობისთვის; ივანიშვილთან, ამ ხალხს ირიბი შეხება აქვთ, უბრალოდ ბედის ირონიის გამოისობით, მისი ბრენდის მატარებლებია ინერციით. ისეთივე მაგალითად, როგორც „ხოფაზე“ ნაყიდ „არმანის“, ჯორჯო არმანის სახელთან და ა.შ. ბარემ, აქვე დავსძენდი ამ საკითხის ამოწურვისთვის; ეს ყბადაღებული „საკადრო პოლიტიკა“, რომელსაც ივანიშვილის გულწრფელი მომხრეები გაოგნებით შესცქეროდნენ მთელი ეს პერიოდი, როდი იყო ქაოტური პროცესი. პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება ივანიშვილზე, ხდებოდა აშშ-ს ელჩის, არასამთავრობოების და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ის კი, ვინც დღეს ამბობს რომ შეეძლო არ მოესმინა მათთვს, და არ წამოესკუპა ალასანია, „რესპუბლიკელები“, „პორტირებულები“, სალომე, მარგველაშვილი, კვირიკაშვლი, გახარია, დუმბაძე, ერმაკოვი და ამათი იდეური სხვა წვრილფეხა მომხრეები ქართველი ხალხის თავზე – საერთოდ წარმოდგენა არ აქვს იმ რეალურ მექანიზმებზე, რომლებიც მოქმედებს „დიდ პოლიტიკაში“. რადგან მითქვამს და გავიმეორებ კიდეც არაერთხელ რომ, – სხვაგვარად რომ მოქცეულიყო კასტინგში, ივანიშვილი დესერტად არ ეყოფოდა იმ ეტაპზე ძალებს, რომლებმაც შტატებში ტრამპი ჩამოაშორა ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთეს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის და მთელი მსოფლიოს მასშთაბით კონსერვატულ-ტრადიციონალისტური ხასიათის, ნებისმიერ გამოვლინებას ემბრიონალურ დონეზე  წერტილოვნად ანადგურებდა, კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით.

-ვაღიაროთ ისიც რომ, ამ ჩვენი მოუქნელი და არასისტემური ფლანგისგან განსხვავებით, ფილიგრანულად მუშაობენ და დიდი ფულიც უმაგრებთ ზურგს. მერედა, ვინ აღარაა ჩართული მათ ვერაგულ თამაშებში – „ქართული დიპსთეიტი“, მიშას ყოფილი ზონდერები, მედია, საგარეოს, განათლების მუშაკები და ა.შ. ვგონებ, ძირითადი მიზეზი ამ მაქციების დაჯგუფებების არსებობისა სახელისუფლებო ვერტიკალში, მაინც ისაა რომ, მთელი ამ ხნის მანძილზე „ოცნებამ“ ვერა და ვერ შესთავაზა ერს საკუთარი ავთენტური იდეოლოგია. რაც თავის მხრივ აძლევდა საშუალებას, ამ ფორმალურად „ოცნების“, და შინაარსობრივად „მიშისტურ“ ელემენტებს, ფრიად კომფორტულად ეგრძნოთ თავი მმართველ ძალაში და „ოცნების“ მანდატით ესარგებლათ კიდეც უპრობლემოდ, საკუთარი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და „მიშისტური“ ნარატივების გაღვივებისთვის. მოგყვები ბოლომდე, და მეც ხაზგასმით ვამბობ რომ, ობიექტური მიზეზების გამო ხდებოდა ეს, და რის გამოსწორებას ცდილობენ ღარიბაშვილი და მისი უახლესი წრე დღეის მდგომარეობით. აი თუნდაც მისი ეს კონკრეტული გზავნილი რომ ავიღოთ – „თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერსა და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“. წარმოგიდგენია, ეს რომ წლების წინ ეთქვა, რამდენი „პორტირებული“, ნეოლიბერალი და მედროვე, თუნდაც შტატების შიშით, მყისვე ჩამოშორდებოდა მმართველ პარტიას, ანდა სულაც არ გაწევრიანდებოდა მანდ და შესაბამისად, არც ეს მაქციების პრობლემა იარსებებდა დღეს „ოცნებაში“.

ნამდვილად სხვა ტიპის, კონტენტის და დრაივით სავსე მმართველ ძალასთან გვექნებოდა საქმე, ეს რომ მასე მოხმდარიყო დაწყებით ეტაპზევე. არც ასეთი განსხვავებები იქნებოდა, მიდგომებსა და შეხედულებებში უმაღლეს ეშელონებსა და პროვინციულ, თუგინდ მუნიციპალურ დონეებს შორის. თუმცაღა, შეუძლებელი იყო – რადგან პარტია როგორც ასეთი მყისვე ჩაოიშლებოდა გარე ძალების ზემოქმედებით. მაგრამ დღეს, მათ მშვენივრად იციან რომ, შტატების ჰეგემონია დასასრულს უახლოვდება და სხვა საერთაშორისო „რასკლადია“, ამიტომაც ურჩენიათ „ოცნებაში“ დარჩენა და წვრილ-წვრილი ანტიკონსერვატორული და „მიშისტური“ აქტივობებით გადააგორონ ეს, მათი იდეოლოგიისთვის და შესაბამისად, კარიერული წინსვლისთვის არასახარბიელო პერიოდი.

-ისე იქცევიან, ვითომცდა არაფერი ხდება მათ თავს, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას და კიდეც დახვეწეს მეთოდები; არადა, სწორედ რომ საპირისპირო შეხედულებებით არიან გაწევრიანებულნი „ოცნებაში“ თავის დროზე, ჯერ კიდევ მურმანის, ალასანიას, გახარიას, სალომეს პერიოდებში და რეკომენდაციებით.

 

კი ბატონო, და მეტსაც გეტყვი; თუ მთელი ამ ხნის მანძილზე ხდებოდა სასწაული და რომელიმე „ანტიმიშისტს“ უშვებდნენ გამოსაჩენ ადგილზე, ამას მხოლოდ კონტრასტისთვის აკეთებდნენ ხოლმე, და ჯანსაღი ანტიმიშისტური ძალების დისკრედიტაციისთვის. ანუ, მაგალითად ოდიოზურ ან კორუმპირებულ „ასლანისტს“ შემოსვამდნენ ტახტზე, ან თუნდაც შედარებით დამსახურებულ, მაგრამ პროფშეუსბამო პირს და ერთ ასეთს, ათ „მიშისტს“ შემოაცურებდნენ, აშშ-ს ელჩის კეთილგანწყობილი ღიმილის თანხლებით. მერედა, არ დაგვავიწყდეს რომ „ანტიმიშისტებს“ შორისაც გრადაციაა – ვის არ შეხვდები ამ იარლიყის ქვეშ და ამათ ფონზე ეს „მიშისტები“ ნორმალურ კადრებათ მოსჩანდნენ ხოლმე. მხოლოდღა მოსჩანდნენ-თქო, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტორატის შეგუებას იწვევდა „პორტირებულების“ მიმართ. მაგრამ ხომ ხვდები რომ, ეს სინამდვილეში მხოლოდ ილუზია იყო სამართლიანი „სოციალური ლიფტის“, ნამდვილი პოლიფონია სურეალიზმის და არა ღირსეული კადრებისთვის, ღირსეული ადგილების მინიჭება, რომ ღირსეული საქმეები ეკეთებინათ კუთხესა თუ ქალაქისთვის. მოკლედ, დღეს მათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ-თქო, გრიშა იქნება თუ მიშა, ტრადიციონალისტური იდეების ინდოქტრინაციას ეცდება ღარიბაშვილი ერში, თუ გაგრძელდება ის მემარცხენე ლიბერალური ვაქხანალია, რომლის ტალღაზეც შემოსრიალდნენ პოლიტიკაში, – ალასანიას, „რესპუბლიკელების“, „მემარჯვენეების“ and so on ზეობის ხანაში. მერედა, ამასობაში, გულუბრყვილო „შუდრებიც“ შეაგროვეს აქტივის სახით, ისინი ვინც ყაბულდება მათ ფორმალურ „მეოცნებეობას“ და სჯერათ რომ გულწრფელ „ანტიმიშისტებთან“ ერთად, „მიშიზმს“ ებრძვიან ადგილებზე. ასეა ლამის ყველა მიმართულებით საშუალო რგოლებში და განა რაიმე ახალი ხდება ჩვენს თავს ამ მხრივ? უნივერსალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე; პირობითად, ეს დაყოფა „მემარჯვენეებად“ და „მემარცხენეებად“ ხომ იცი, საიდანაც მოდის. ფრანგული რევოლუციის დროს, „კონვენტში“, „საქმის მკეთებელნი“, პასიონარები განლაგდნენ ასე. მაგრამ მთავარი ის იყო რომ, მათ შორის უმრავლესობა – ე.წ. „ჭაობი“ იჯდა, რომელიც კონიუქტურიდან გამომდინარე, ხან ერთ მხარეს „უპრავებდა“ ყველაფერს, ხან მეორეს და ამ დროს კი, საკუთარ სამეურნეო საქმეებს აგვარებდა. ფორმალურად ხან „ჟირონდისტები“, ხან „იაკობინელები“ და ა.შ., იყვნენ-თქო, სანამ ეს პასიონარები ავად თუ კარგად, მაგრამ გულწრფელად ახალ საფრანგეთს აშენებდა (იცინის). ასე რომ, „მემარჯვენეებსაც“ და „მემარცხენეებსაც“ აწყობდათ ეს კატეგორია გარკვეულ ეტაპებზე. იქამდე სანამ, ჯერ „მემარცხეენის“ დაჟინებული მოთხოვნით, „ჭაობმა“ ეს ჩვენი „მემარჯვენეები“ გილიოტინაზე არ გაუშვა, რომ შემდგომში თვალდაუხამხამებლად უკვე „მემარცხენეები“ გაემწესა იმავე გზას. ახლა რას მოვაყოლე ამხელა ამბავი და, სულ უფრო მივდივარ იმ დასკვნმდე რომ, აი ესაა ის ხალხი, ვინც არ აძლევს სინამვილეში საშუალებას მმართველი პარტიის ლიდერშიპს, უფრო თამამი ნაბიჯები გადაგდას იმ საგარეო მიმართულებით, სადაც დევს სინამდვილეში აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების გასაღები, და არამაც სააკაშვილი, ანდა მასთან აფილირებული პარტიები თუ არასამთავრობოები. რადგან, სააკაშვილი და „ნაციონალები“ სრულებით დეგრადირებული ძალაა, გახარია ანეკდოტური ფიგურა, რომელმაც იმ ჭაში დაიწყო ფურთხება, საიდანაც სვამდა და ჭკუა რომ ჰქონოდა, დაელია უნდა კიდეც. მევახშე „ლელოს“ ლიდერების კულბიტები და ეს მათი ფსევდოპატრიოტული კრუნჩხვები ხომ საერთოდ ანეკდოტური ეპიზოდია იმ სცენარში, რომელიც საქართველოს გაერთიანებასა და სოციალურ-ეკონომიკურ აღორძინებას ითვალისწინებს. მოკლედ, ერთადრთი შედარებით საშიში ამ გზაზე, რჩება მმართველი პარტიის მაგ ტიპის წევრები-თქო. მით უფრო, თუ ახალი კურსის მიუხედავდ ჯერ კიდევ ინერციით მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები უკავიათ კოალიციური რეჟიმიდან მოყოლებული. ისინი-მეთქი, რომლებსაც კოლექტიური წარმოდგენების დონეზე, ჩვენი მეინსტრიმული მედიის ძალისხმევის გამოისობით ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ დასავლეთი ერთიანია და მაგალითად ლიტვა, ლატვია თუ ესტონეთის მიერ გაჟღერებელი მოწოდებები, საერთოდ რამეს ნიშნავს დიდი პოლიტიკის გადასახედიდან. ნუ, გარდა იმისა რომ კონკრეტულ, რუსის გამაღიზიანებელ დატვირთვას ატარებენ და ა.შ. კონტიგენტი, რომლის ტვინებში ვერა და ვერ ჩაიბეჭდა რომ, კოლექტიური დასავლეთი მითია, ნატოში გაწევრიანება „მიშისტური“ ბლეფი და მიმიკრიის წყალობით მმართველ პარტიაშიც ყოფნისას, აგრძელებენ „ღირსებით ევროპაში“ სვლას.

-ეტყობა გაუგებარია მათთვის ის ანა-ბანა, რომ საინფორმაციო ნაკადები, რომელშიც მომწყდეულენი არიან დეკადები „მიშიზმის“ წყალობით, არ უტოლდება რეალ-პოლიტიკადან გამომდინარე საზრისების ნაკადებს. რომ მხოლოდ უკანასკნელი ასრულებს ტრიგერების როლს სინამდვილეში და პირველებს კი „კოლექტიური“ დასავლეთი მანიპულაციებისთვის იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.

ხოდა, ამიტომაცაა რომ, როდესაც ასეთ რთულ და გადამწყვეტ პერიოდში შევდივართ, ილუზორულ „ნაცებთან“ და ფინაჩ სააკაშვილთან ვირტუალურ ჭიდილში კი არ უნდა ვფლანგოთ ძალები. არამედ მწყობრი შეხედულებების სისტემის ჩამოყალიბებაზე დავხარჯოთ ენერგია და პარალელურად ამ მაქციებისგანაც გავათავისუფლოთ მმართველი ძალა. ბოლობოლო, აუცილებელია როტაცია, სწორი მსოფლაღქმის ხალხის სამართლიანი კარიერული წინსვლა. ბანალურად, – რომ მოჰყვეს ამ ყველაფერს საქართველოს დიდი გაღვიძება, რომელიც წალეკავს ყველა იმ პატარა ხალხს, ვისაც სურს სამშობლოს პრობლემებზე საკუთარი ყოფის გაუმჯობესება და თან „მიშისტური“ იდეებით. აუცილებლად გასატარებელი ცვლილებები, ეპოქის კონტექსტში უნდა აისახოს-თქო და ვინმე, ჩემმა ტონალობამ შეცდომაში რომ არ შეიყვანოს იმასაც დავსძენდი ბარემ რომ, აქ არ შეიძლება ზედმეტი აგრესია, მეტადე დელიკატური მუშაობაა ჩასატარებელი, რადგან „ღვარძლს ხორბალი“ არ გადავაყოლოთ უნებლიეთ. სწორად მინდა გამიგონ, განა „პორტირებულების“ მიმართ რაიმე ტიპის ბიოლოგიურ ზიზღს ვგრძნობ; როდი (!), მიუხედავად იმისა რომ, სხვის ნაბრძოლზე და ნაშრომზე ყოვლად უტიფრად წამოსკუპდნენ და ივანიშვილ-ღარიბაშვილის ახალ კურსზე ზედმიწევნით აყოლის ნაცვლად კი, საკუთარი სანათესაო-სამეგობროს ასაქმებენ. ასევე, „მიშისტური“ მარკერებით „ოცნების“ ნამდვილი წევრებს გზას უბნევენ, – არც დიდად ვამტყუნებ მაგათ. ესენი კი არადა ჰაიდეგერს როცა ჰკითხეს, – შენ, მე-20 საუკუნის უდიდესმა ფილოსოსფოსმა როგორ ითანამშრომლე ფაშისტებთანო. მანაც კი, არ დაიწყო „შემეშალაო“ – ისტორიის ქარი ჰქროდაო მაგ მიმართულებითო და მეც ქარს გავყევიო. ჰოდა ამ მდაბიოებს რაღა მოეკითხება იმის გამო რომ „ნაცების“ აქტივი იყო და დღეს „ოცნების“ მაღალჩინოსნები.

ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგძელება იქნება)