ალექსანდრე რაქვიაშვილი:  „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსაც აღარ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია

მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო. იმ ვითარებაში, რაც ხდებოდა ბოლო წლები, არათუ მე, მგონი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსაც აღარ სჯეროდათ, რომ მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ამიტომ, ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა უნდა შეცვალონ ტაქტიკა და სხვა გზას მიმართონ თუ უნდათ ციხიდან გამოვიდეს, ან ზოგადად ამ პოლიტიკური პრობლემის მოგვარება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.