ალუდა ღუდუშაური – „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპოლოგეტებს მოურჩენელი სენი აქვს შეყრილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აპოლოგეტებს ისეთი მოურჩენელი სენი აქვს შეყრილი, რასაც ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის სიძულვილი ჰქვია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალაუფლებას ვერ იყოფენ და ძალაუფლების დაპატრონების სურვილით არიან შეპყრობილი.

„ცაიტნოტში არიან ეს ადამიანები. მათ ვერ გაასწორეს ფოკუსი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საჭიროებებზე. მათი ფოკუსი არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში სიტუაცია არიონ. ხელოვნურად დაძაბონ, გამოიწვიონ არეულობა და ამ გზით დაეპატრონონ ხელისუფლებას. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის ნიკანორ მელიამ უწოდა, ეპითეტი შემოიტანა და განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანს შეადარა და თქვა, რომ დადიან და უნდათ ერთმანეთს გადასდონო. მათ გაარკვიონ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვის შიდსი აქვს და ვის სხვა დაავადება, ამ მოურჩენელი დაავადების შეყრით არიან დაკავშირებული მათ უნდა ჰკითხოთ. ერთი რამ ცხადია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპოლოგეტებს აქვს ისეთი მოურჩენელი სენი შეყრილი, რასაც ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის სიძულვილი ჰქვია. როგორ აღმოჩნდა, ეს მოურჩენელია, დღიდან მათი ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში ყოფნისა, ქვეყანას ურტყამენ და სძულთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობა“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კლანებს შორის დაპირისპირებაა.

„როდესაც ადეიშვილსა და იმ ადამიანებზეა საუბარი, არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მალე ეს ადამიანები იმ შეფარულ ხელკეტს თუ ცოცხებს გამოაჩენენ და ქუჩაში სიარულს ამით დაიწყებენ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.