გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, რეკომენდაცია დაამტკიცა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პოლიტიკის დოკუმენტის – „მყარი ნარჩენების მართვის სექტორი საქართველოში: გამოწვევები და რეკომენდაციები“ – საფუძველზე კომიტეტის რეკომენდაცია დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, დონორების მხრიდან პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობით, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების მართვის დეპარტამენტთან კონსულტაციებით.

„რეკომენდაცია მდგომარეობს შემდეგში: შესწავლილ იქნას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (PRO) მონაწილეობა ნარჩენების მართვაში, მათ შორის, „ჭიშკრის გადასახდელთან“ (ნაგავსაყრელებზე ნარჩენების განთავსების ტარიფთან) მიმართებით საუკეთესო ევროპული მაგალითის/პრაქტიკის მიხედვით“, – განაცხადა მაია ბითაძემ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.