სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში შევიდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკი, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა,სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს.
„სააკაშვილი და მისი გარემოცვა უკვე ჩიხში შევიდა, რადგან აღმოჩნდა, რისთვისაც ირღვიან, რომ სააკაშვილი გადაქციონ მძევლად საკუთარი მიზნებისა და სტრატეგიისთვის, ეს სტრასბურგის სასამართლომ არ დაადასტურა, რომელმაც დაინახა, რომ აქ სულ სხვა პოლიტიკური საფუძველი გააჩნია იმ ძალისხმევას, რასაც სამწუხაროდ, ადვოკატებისა და გარემოცვის გარდა, ოჯახიც მიმართავს. სააკაშვილს მკურნალობის რესურსი აქვს, მაგრამ არ ჰყავს ადამიანები, ვინც მას ამისკენ მოუწოდებს. ექიმების გარდა, მისი მკურნალობით არავინ არის დაკავებული მის გარშემო, რათა მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.