იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო კოდექსზე მსჯელობენ

საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებებზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.

საუბარია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე. პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ნაცვლად, ცესკოს ხელმძღვანელისა და წევრობის კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

მანამდე კი მსჯელობა გაიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტში.