ბელარუსის ლიდერი კვირაზე მეტია საჯაროდ არ გამოჩენილა. ოპოზიციური მედია ირწმუნება, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკის ელიტურ კლინიკაში მკურნალობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიდერის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა ლუკაშენკო 14 მაისს ბელარუსის სახელმწიფო დროშის, ჰიმნისა და გერბის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზეც არ იმყოფებოდა. პრეზიდენტის სიტყვა პრემიერ-მინისტრმა წაიკითხა.
ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაადასტურეს მოსკოვში. რუსეთის დუმის დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის თქმით, ის ავადაა, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირს.