უყრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა. შესაბამის ფოტოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ აქვეყნებს.
„თქვენ უკვე ძალიან ბევრი რამ გააკეთეთ უკრაინისთვის“ – ეს არის ვლადიმერ ზელენსკის პირველი კომენტარი, რომელიც მან რიში სუნაკთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ზელენსკის თქმით, მადლიერი არიან ყველაფრისთვის, რაც დიდმა ბრიტანეთმა უყრაინისთვის გააკეთა.
„პირადად თქვენ, თქვენმა ხალხმა, მისმა უდიდებულესობამ და, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენთვის – მთელი გულით და თითოეული ჯარისკაცის სახელით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რიში სუნაკი და ვლადიმერ ზელენსკი ამ წუთებში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეხვედრას მართავენ.