ბათუმში, „თიბისი ბანკის“ ოფისში ბანკის თანამშრომელი დაჭრეს. შემთხვევა შენობის მეორე სართულზე მოხდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავდამსხმელი კი, დაცვის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.
რა გახდა დაჭრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ფილიალის გარე პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.