მარკ კლეიტონი – გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, მათ შორის მედიის თავისუფლების და დამოუკიდებელი სასამართლოსი, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

„ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წელი გავიდა. მრავალფეროვანი მედიის წინაშე ანგარიშვალდებული ხელისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო, დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ქვაკუთხედია“, – წერს კლეიტონი.