ბელორუსიის მეხუთე კოლონამ, რომელიც პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში აფარებს თავს, მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა იმ იმედით, რომ ტყუილი მართალი აღმოჩნდებოდა – თითქოს, ალექსანდრ ლუკაშენკო მძიმედ არის ავად.
გუშინ საღამოს, ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიამ, მტრების მოლოდინის საპასუხოდ, ლუკაშენკოს ახალი ვიდეოკადრები გაავრცელა. პრეზიდენტი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, სამხედრო შტაბშია.
15 მაისის ფოტოზე ხედავთ ა. ლუკაშენკოს, რომელმაც, როგორც ჩანს, მძიმე ფორმის გრიპი გადაიტანა. მისი სახის ფერი ჩვეულებრივზე უფრო მკრთალია, თვალები კი “ჩაცვენილი” – ტიპიური პოსტგრიპოზული სურათია, არაფერი სერიოზული.
ლუკაშენკო ტელეეკრანებზე არ ჩანდა მოსკოვიდან მინსკში ნაადრევი დაბრუნების შემდეგ, 9 მაისის საღამოდან 15 მაისამდე. ამან საბაბი მისცა მეხუთე კოლონასა და დასავლურ ჭორ-პრესას, რომ პრეზიდენტის მძიმე ავადმყოფობაზე ჭორი აეგორებინათ.