“მართალი იყო დიდი გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი, როცა ამბობდა, ევროპა აზროვნებას გადაეჩვიაო” – მამუკა კარტოზია

სახელი “ევროპა” და გამოთქმა “ევროქრისტიანული ცივილიზაცია” უფრო პროპაგანდისტული მიზნით გამოიყენება. ის არაა და არც იქნება ერთიანი.

ევროპის სტაბილურობა ამერიკული პროტექტორატის დამსახურებაა. აქამდე ევროპა იყო აშშ-ს ვასალი. რაც დრო გადის,სულ უფრო შეუძლებელი ხდება,რომ ევროპამ შეასრულოს დომინანტური როლი მსოფლიოში.

ევროპა არაა ერთიანი ცივილიზაციური კატეგორია.ეს არის ეკონომიკური კონგლომერატი და არა იმპერიული ცენტრი. ევროპის მიღწევებმა გასულ საუკუნეებში ხელი შეუწყო უამრავი ტყუილის წარმოშობას. არც ერთ კულტურას თავის თავზე არ უთქვამს ამდენი ტყუილი,რამდენიც ევროპულმა კულტურამ თქვა.

უსაზრისო ცნებებია “ევროქრისტიანული ველი”,. “ევროატლანტიკური სივრცე” და სხვა მისთანები.

P.S. მართალი იყო დიდი გერმანელი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი როცა ამბობდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში, ევროპა აზროვნებას გადაეჩვიაო …

მამუკა კარტოზია, პროფესორი, ისტორიკოსი; სოციალური ქსელი