“პლაჟთან, ბარის მეპატრონემ ბენზინი გადაისხა და თავია დაწვა სცადა…”- რა მოხდა ახლახანს კვარიათში

კვარიათში მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავია დაწვა სცადა. ეს შემთხვევა პლაჟზე არსებულ კვების ობიექტში მოხდა. ბარის მეპატრონემ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც ადგილზე ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები ობიექტის დემონტაჟისთვის მივიდნენ.

ტორნადოს მფლობელი სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვდა პიორდაპირი ტრასნლაციის მეშვეობით:

“ყველას გთხოვთ, მიაწვდინოთ ხმა და შეაჩეროთ ეს უსამართლობა. არჩილ ჩიქოვანის და აჩიკო კონცელიძის უკანონო ქმედება შეაჩეროთ. “ტორნადოს” დანგრევა უკანონოდ იწყება. ვითხოვ ორთვიან პერიოდს, ჩემი სახსრებით და საშუალებით დაშლაზე.” – აცხადებს მოქალაქე სოციალურ ქსელში

წყარო: ტვ 25