შევხვდით იუსტიციის მინისტრს, რათა მიგვეღო ბოლო ინფორმაცია სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში საბერძნეთის ელჩმა, მარია თეოდორუმ განაცხადა.
მისივე თქმით, დისკუსია იყო პროდუქტიული. „ჩვენი დისკუსია იყო პროდუქტიული და მეგობრული, როგორც ყოველთვის. ჩემი აზრით, ბევრი რამ იყო განმარტებული ამ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარია თეოდორმმა
კითხვაზე, შეხვედრაზე განიხილეს თუ არა სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი, მარია თეოდორმმა განაცხადა:
„ჩვენ არ ვართ ექიმები. ჩვენ უბრალოდ ვიღებთ ინფორმაციას ისე, როგორც ყველა დანარჩენი მედიიდან. ჩვენი მთავარი წუხილი ეხება იმას, რომ საქართველო უნდა მიჰყვეს წესებს, როგორც ყველა სხვა ევროპული სახელმწიფო. ვგულისხმობ ყველა მოქალაქის უფლებების პატივისცემას. ესაა ჩვენი მთავარი წუხილის საგანი“, – განაცხადა მარია თეოდორუსმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, ელჩებს ხომ არ აქვთ კითხვები სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მარია თეოდორუმმა აღნიშნა:
„არ ვიცი. მე არ ვარ იურისტი და ამაზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა უპირველეს ყოვლისა, არის სურათი, რაც ახლა ხდება და იუსტიციის მინისტრმა ეს სურათი საკმარისად განმარტა“, – აღნიშნა საქართველოში საბერძნეთის ელჩმა.
იუსტიციის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა, დიპლომატები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეცნენ.