„აშშ-მა და მისმა სატელიტებმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები მიაწოდეს. მათ განადგურებას ის მოჰყვა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი ახლა ევროპისკენ მიდის…” – რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

უკრაინიდან ევროპის მიმართულებით რადიოაქტიური ღრუბელი გადაადგილდება. ის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების განადგურების შედეგად წარმოიქმნა. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„აშშ-მა და მისმა სატელიტებმა უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები მიაწოდეს. ამ ჭურვების განადგურებას ის მოჰყვა, რომ რადიოაქტიური ღრუბელი ახლა ევროპისკენ მიდის, პოლონეთში რადიოაქტიური ფონის ზრდა უკვე დაფიქსირდა“ – განაცხადა პატრუშევმა.

მისივე თქმით, აშშ უკრაინაში ქიმიურ და ბიოლოგიურ იარაღსაც იყენებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე.