ირაკლი კობახიძე – ფაქტია, სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ

ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა მნიშვნელობა აქვს, ამას საქართველოდან გააკეთებს თუ ევროპიდან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის კედლებიდან საუბრობდა, რომ საქართველოს არ ეკუთვნის და არც შარშან ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი.

„შიში ძალაშია. რა მნიშვნელობა აქვს, პრეზიდენტის პარლამენტის კედლებიდან გააკეთებს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ განცხადებებს თუ ევროპარლამენტის შენობაში. როგორც ჩანს, მთავრობა შეიძლება სამართლიანად მოერიდა სპეკულაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, შიში ძალაშია. შიშზე კი არ არის მხოლოდ საუბარი, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის კედლებიდან საუბრობდა, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის და არც შარშან გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. რა შიშზეა საუბარი, ამ ადამიანმა პირდაპირ აღიარა, რომ ანტიკამპანიას აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მხოლოდ შიში კი არ არის, ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რა მნიშვნელობა აქვს, ამას საქართველოდან გააკეთებს თუ ევროპიდან? – ერთი და იმავეა და ამაშია ლოგიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.