„პრორუსული რეისის“ რეკლამა ანტირუსული ტელევიზიების მიერ

დღეს, 19 მაისს, პირველი რეისი შეასრულა რუსულმა კომპანია ,,აზიმუტმა,, თბილისის მიმართულებით. გამგელებული ლიბერასტების მხარეს, არ ჩამორჩა ქართული ორი სატელევიზიო არხი, რომლებმაც ვიდეო გაავრცელეს, თუ ვითომ როგორ ცეკვავენ “სუხოი სუპერჯეტ 100”-ის ბორტზე, ბორტგამცილებლები –  “პრორუსი” ქართველებისთვის.

ბავშვობიდანვე საავიაციოზე მსურდა ჩაბარება  და სწორედ ამიტომ მესმის, ასე თუ ისე, ეს სფერო…  დღის ფეიქის შემოქმედი “ტვ პირველი” გამოდგა. მათ ვიდეოზე ნათლად  დავლანდე სტიუარდესა, რომელსაც მწვანე კაშნე ეკეთა, არადა “აზიმუტის” სტიუარდესებს ორანჯის ფერი კაშნეთი დამშვენებული დადიან ბორტზე.

რაც შეეხება ბორტზე სავარძლების განლაგებამ ხომ საერთოდ გამიქარწყლა მოლოდინი. ფეიქების დიდოსტატის ვატო წერეთელის არხზე გამომცხვარ ვიდეოს, სავარძლების განლაგება რიგში 3+3-ზე აქვს, ანუ რიგში 6 სავარძელი, მაშინ როდესაც სუხოი სუპერჯეტს რიგში 3+2 გააჩნია, ანუ რიგში 5 ! ისედაც სუპერჯეტი 90 ადგილიანია და ვიწრო ფიუზელაჟით, ხოლო ვიდეოში ასახული სალონი საშუალო ფიუზელაჟის გახლავთ და ბოინგ 737/700 მოდელია !

ეტყობა, ჟურნალისტიკის ისეთ “კორიფეებს”, როგორნიც არიან ინგა გრიგოლია, ნოდარიკო მელაძე და ძიანჩო ტრაპაიძე, არ სწყალობს ვატო წერეთელი და უკმაყოფილოა მათი მომზადებული გადაცემებით. ამიტომაც, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ვიღაცამ მაგ ე.წ კუტოკში მოიფიქრა მნახველებს განვაცვიფრებთო და გაებნენ მახეში…  თუ რუსული არაფერი გინდათ, ეკატერინე მიშველაძე გვერდზე რა ნამუსით გყავთ – რამდენიმე წლის წინ რუსულ მაიონეზს Слобода -ს რომ გვირეკლამებდა?!

მესამე და მთავარი შეუთავსებლობა – ვიდეოს მსვლელობის დროს, აშკარად სჩანს, რომ მგზავრებს ნიღბები უკეთიათ, რაც დამახიასათებელი იყო პანდემიის პერიოდისთვის…

დავამატებ, არც თენგო გოგოტიშვილს გაუმართლა…  მისმა მთავარმა არხმა იფიქრა, რას ჰქვია, ვატო წერეთელს რატომ უნდა ჩამოვრჩეთო და ლიბერასტი ლიბერასტის დაგებულ ხაფანგში გაება !

ვიდეოებს რომელსაც ავრცელებდა ქართული ლიბერალური მედია, შეუიარაღებელი თვალით სჩანდა, თუ რა ოსტატურად შევიდა გლისადის ზონაში რუსული სუპერჯეტი და რბილად შეეხო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დასაფრენ ბილიკს…

 

ბექა კვიციანი

P.S. რედაქციისგან: ეს სტატია გამოსაქვეყნებლად უკვე მზად იყო, როდესაც დასავლეთუმე მასმედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ზემოთ ნახსენები ტელევიზიების ეთერში გასული ვიდეო მართლაც სხვა რეალობას ასახავდა, კერძოდ, 2021 წლის 27 მარტის უყრაინულ ბორტს. გასაკვირი ის არის, რაოდენ მასშტაბურია “ტვ პირველ“ – „მთავარი არხის“ კოლექტივის კრეტინიზმი – უზარმაზარი რეკლამა გაუკეთეს „პრორუსულ“ რეისს, თან ისე, თითქოს რუსი ბორტგამცილებლები „პრორუსი“ ქართველების საპატივსაცემოდ ცეკვავდნენ, რაც ამ უკანასკნელთათვის, მართლაც დიდი პატივი იქნებოდა.