თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განსაკუთრებული და მზარდი ურთიერთობა აქვს. აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, როგორც დასავლეთმა გააკეთა. არ ვართ შებოჭილი დასავლეთის სანქციებით. ჩვენ ვართ ძლიერი სახელმწიფო და გვაქვს პოზიტიური ურთიერთობა რუსეთთან“, – აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ რუსეთს და თურქეთს ერთმანეთი ყველა სფეროში სჭირდებათ.