ჩვენ არსად წავალთ, – ამ სიტყვებით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რიში სუნაკმა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტის მსვლელობისას განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები ურყევი არიან თავის გადაწყვეტილებაში და მხარს დაუჭერენ უყრაინას მომავალშიც.
„რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ და სხვა ქვეყნები ურყევი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში. არა მხოლოდ აქ და ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაშიც. უზრუნველვყოფთ მას იმ რესურსებით, რაც უკრაინას დასჭირდება“, – განაცხადა სუნაკმა.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს, გააგრძელონ უყრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნოს