რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეხმაურება.
მედვედევის თქმით, უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები თანაბარ პირობებში მართლაც ვერ მოხერხდება.
„ძნელია, არ დაეთანხმო გინეკოლოგს, რომელსაც თავი ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოაქვს. დეიდამ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის თანაბარ პირობებში მოლაპარაკებები უარყოფილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასეა. როგორ შეიძლება იყოს თანაბარი მოლაპარაკებები ნაცისტურ სახელმწიფოსთან? საუბარი მხოლოდ მის პატრონთან შეიძლება, უფრო ზუსტად – მხოლოდ ვაშინგტონთან. სხვა თანამოსაუბრე უბრალოდ არ არსებობს და ისიც მხოლოდ ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის პირობებზე. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამიტომ, ახლა მოლაპარაკებები საერთოდ არ არის საჭირო“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.