უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ არაბული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რუსული გავლენის მიუხედავად, უყრაინელებს დაეხმარონ.
განცხადება უყრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე არაბული სახელმწიფოების ლიგის სამიტზე გამოსვლისას გააკეთა.
უყრაინის პრეზიდენტმა შეახსენა არაბ ლიდერებს საუდის არაბეთის როლის შესახებ, რომელიც ამ სახელმწიფომ უყრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში შეიტანა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, მიუხედავად იმისა, რომ სამიტზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვაგვარად აფასებენ უყრაინაში მიმდინარე ომს და მას „კონფლიქტს“ უწოდებენ, მათ მაინც შეუძლიათ გაერთიანება რუსეთის ტყვეობიდან ადამიანების გათავისუფლების იდეის გარშემო.
ზელენსკი ჯედაში ყოფნისას უკვე შეხვდა საუდის არაბეთის პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს.
შეგახსნებთ, რომ არაბული სახელმწიფოების ლიდერების სამიტს ჯედაში ასევე ესწრება სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი.