ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან
–სულ უფრო მატულობს ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, სულ უფრო მეტ სიგნალებს უგზავნიან აქაურ ადეპტებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მათთან აფილირებულ პარტიებსა და არასამთავრობოებს, ასევე თავად „ოცნებაში“ არსებულ მე-5 კოლონას. ისეთი შეგრძნებაა, ვითომცდა მთელი დასავლეთი დაირაზმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. პიკს ამ გზავნილების კასკადმა მიაღწია მაშინ, როდესაც პუტინმა 10 მაისის ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას მოაწერა ხელი. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისს რუსეთ–საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შემდეგნაირად გამოეხმაურა; “დასავლეთის არაერთი სახელმწიფო, მათ შორის შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეებში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს ჩვენს შეშფოთებას გამოიწვევს სანქციების შესაძლო დაწესების გამო იმ ქართული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის. ქართველი ხალხისთვის, მაღალი ალბათობით, ისაა უმჯობესი, რომ პუტინმა თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირებული 20 პროცენტიდან, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა ან სავიზო რეჟიმის შეცვლა“. პარალელურად, ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა რომ, „ქართული ოცნება პრო–პუტინისტური და პრო–რუსული ჯგუფია“, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ „რუსეთის მარიონეტი გახდეს“. მოკლედ, როგორც ავღნიშნე, ეს მხოლოდ ორიოდე სტანდარტული განცხადებაა ნიმუშისტვის, იმ მრავალთაგან, რომლის მეშვეობითაც ცდილობენ ჩვენი სახლემწიფოს ცენტრალური მთავრობის მიერ აღებული გეზის შეცვლას. ასე და მსგავსად, ოკეანის გაღმელ პოლიტიკოსთა მხრიდან საპროტესტო ნოტების კასკადი იღვრება, რასაც ეტყობა არ თვლიან საკმარისად და საექსპერტო წრეებსაც რთავენ გზა და გზა ანტიქართულ ისტერიაში. მაგალითისთვის, ისეთი ნიშანდობლივი და გავლენიანი პოლიტოლოგი, როგორიც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამაა, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში შემდეგს აცხადებს; „ევროპასა და შტატებს რომ მეტი ყურადღება მიექციათ იმისთვის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში “ქართულმა ოცნებამ” სახელმწიფო, ამის აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა. უკრაინის ომი არ უნდა დაგვჭირვებოდა იმისთვის, რომ თვალები გაგვეხილა და რუსული გავლენის საფრთხე დაგვენახა საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეს ქვეყანა იყო რუსული აგრესიის პირველი მსხვერპლი სამეზობლოში“. ვგონებ, ასევე საინტერესო იქნება შენი პოზიციაც რუსეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ – „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანზიტის: ჩინეთი–ირანი–აზერბაიჯანი–საქართველო–აფხაზეთის გავლით–რუსეთი ორგანიზება მოხდება.
ასევე, თუ ზევით ნათქვამის კონტექსტში ლავროვის განცხადებასაც გავიხსენებთ; “არავინ მისცა შეერთებულ შტატებს უფლება, მთელი მსოფლიო საზოგადოების სახელით ისაუბროს, დასავლური უმცირესობა წესიერად უნდა მოიქცეს და პატივი სცეს მსოფლიო საზოგადოების სხვა წევრებს.” – ვფიქრობ ნათელი ხდება რომ, რაღაც სერიოზული ტრიალებს ჩვენს თავს და გვამზადებენ ისეთი რამისთვის, რაც „იალტის“, ანდა სსრკ_ს დაშლის შემდეგ არ მომხდარა. მერედა, სხვა უამრავ მაგალითთან ერთად, რომელიც შეგვიძლია აქ, ამ მოსაზრების დასტურად მოვიყვანოთ, ვგონებ ისიც ივარგებს რომ, ამ ანტიამერიკულ ფერხულს, არც ჩვენი უახლესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი ჩამორჩება. ასე მაგალითად, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა რომ ტერორიზმთან ბრძოლით ქვეყანა რეალურად აშშ–ს ებრძვის; „ჩვენ ვიბრძვით აშშ–ის წინააღმდეგ. ნუთუ ასეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ეს არ ვიცოდეთ? ჩვენ ეს ვიცით.“ და ა.შ. კონკრეტუად, ამ პაზლებიდან ერთი საერთო სურათი როგორ ავაწყოთ და რა უნდა მოხდეს ბოლო-ბოლო ჩვენს თავს მთლიანი პანოს დამთავრების შემდეგ – ზოგადად, სად ვართ-თქო და quo vadis (ლათ. „სად მიდიხარ“) საქართველო?
რომ მეტადრე კონკრეტულები ვიყოთ, ფორმილირება შემდეგნაირი შეიძლება – „არაფერია მზის ქვეშ ახალი“_ო, ეს ხდება-თქო და მოვრჩეთ კიდეც ამით (იცინის). მაგრამ, თუკი დეტალურად და სხვადასხვა ოპტიკის გამოყენებით მივუდგებით; ერთი ცნობილი ამერიკელი მწერლის, ბარი ლონგიერის ნაწარმოებია „მტერი ჩემი“. ხოდა, იქ შემდეგი საინტერესო პასაჟია და ზედგამოჭრილი პასუხიც ჩვენნაირ მდგომარეობაში მყოფ ხალხისთვის. მაგ საკულტო ნაწარმოებში შინაარსობრივად, უცხოლანეტელებსა და ჩვენს ცივილიზაციას შორის ჯერ ომი მიმდინარეობს და შემდეგ გულწრფელი დიალოგი წარმოებს. რომელიც შემდეგნაირი რეფრენით სრულდება; „მტრები ვიყავით, რადგან გვასწავლეს ასეთებად ყოფნა. მოკავშირეები გავხდით, რადგან გვაიძულეს და ძმები, იმიტომ რომ გვეყო ვაჟკაცობა ბოლო-ბოლო გვეცხოვრა ძმურად“. მოკლედ, საქართველოში დიდი გაღვიძება იწყება, რომელიც წალეკავს ყველა იმ პოლიტიკოსს და ძალას რომელმაც ამდენი წელი, ყოვლად წინდაუხედავად და უტიფრად ამყოფა ქვეყანა აშშ-ს მიერ მოხვეულ მატრიცაში. თუ გენებოს, იწყება აზროვნბის ტრანსფერი, იმ დონიდან რომლმაც შვა ეს ყველა ზოგადეროვნული პრობლემა 90-იანებიდან მოყოლებული დღემდე, აზროვნების სხვა დონეზე. იმ „ლეველზე“, სადაც აღარ ექნება ადგილი რუსოფობიას, ისტორიულ მითებს და ზღაპრებს გაწევრიანებაზე ამა თუ იმ ბლოკში, and so on. საგარეო პოლიტიკა კი, პრაგმატიზმე დამყარებული, შიდა პოლიტიკის გაგრძელება იქნება და არა პირიქით, როგორც მთელი ეს დეკადები ხდებოდა აშშ-ს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. რამე სასწაული ან უნიკალურიც არ ხდება ჩვენს თავს და მაგიტომაც დავიწყე საუბარი ეკლესიასტეს სიტყვებით; ლოგიკური, მეტიც, დეტერმინირებული პროცესია ეგ, და თუ გავყვებით მიზეზ-შედეგობრივ ჯაჭვს ყოველგვარი მიკერძოებისა და სიმპათია-ანტიპათიის მიღმა, ნათლად დავინახავთ იმასაც რომ, ლამის ყველაფერმა განაპირობა, ჯერ ერთი სამყაროს მიმდინარე გადაფორმატირება იმ რაკურსით, რომელიც მთელ ამ მემერცხენე ლიბერალურ ჯოგს შოკურ მდგომარეობაში ამყოფებს და შემდეგ კი, ჩვენი ქვეყნის ამ ახალ, ობიექტურ რეალობაზე ადეკვატურ სწორებას აპირობებს. სწორად გამიგე; ხელაღებით, უკანა რიცხვით როდი ვიძლევი ხოლმე ამ ტიპის პროგნოზს, როგორც ეს ჩვენი ტრენდული, ე.წ. ექსპერტობის უმრავლესობას და „ოცნებაში“ პორტირებულებს სჩვევია (იცინის). რომლებიც ვერა და ვერ გამოვიდნენ ამ მიშისტურ-ზვიადისტური, ზოგადად 90-იან წლებში შობილ და სააკაშვილის დროს გაღვივებული მითოლოგემებიდან. დიდი ხანია ვაკვირდები, ვაპროვოცირებ კიდეც პროცესს შეძლებისდაგვარად საინფორმაციო ველზე წერტილოვანი დარტყმებით. იმისათვის რომ, ჩემი მოკრძალებული ძალებით, წვლილი შემეტანა იმ საერთო საქმეში, რასაც საზოგადოების ნეოლიბერალური ინფექციისგან გათავისფლება ჰქვია. მერედა, განა მხოლოდ ქართულ მედიურ სივრცეში, რუსულ წამყვან გამოცებშიც და რის გამო სხვათა შორის, არაერთი პრობლემა შემქნია სწორედ რომ იმ კონტიგენტის მხრიდან, „მამალი სოროსეული“ წარსულით. რომელიც დღეს, სამთავრობო ტრენდს აყოლილი და ყოვლად თვალთმაქცურად შეფუთული კონსერვატორულ-ტრადიციულ სამოსში, სულ სხვაგვარადაა აჭიკჭიკებული. რაც ქვეყნის საგარეო მიმართულებების დივერსიფიკაციას და აშშ-ზე ავადმყოფური დამოკიდებულების შემცირებას ეხება, აქაც არ დამიკლია ხელი; მაგალითად, ჯერ კიდევ 2012 წლის 30 ივნისის წერილში „regnum“_ზე ( «Как русофобия стала основой режима в Грузии» ), ვწერდი რომ სცენარი რომლიც პუტინმა შესაძლოა შესთავაზოს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის დაბრუნების სანაცვლოდ, დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ნატოზე უარის თქმას და ახლო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობას. ერთგული, საკუთარი თანმიმდევრული სტრატეგიისა, ის შესთავაზებს საქართველოს რაღაც შუალედურს, „ფინლანდიზაციასა“ და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას შორის. და ეს არ იქნება სიტუაციური კავშირი, როგორც აშშ-ს შემთხვევაში გვქონდა. მაშინდელი, სააკაშვილის მიმდინარე გამოსვლებიც მქონდა მოყვანილი კრეტინიზმის ნიმუშად. როგორც უპასუხისმგებლო და ავანტიურებისადმი მიდრეკილი შიზოიდისა, რომელმაც აშშ-ს ინტერესებს გადააყოლა საქართველო და ომამდე მიიყვანა კიდეც ქვეყანა. სადაც, სიტყვაზე – ყოვლად სამარცხვინოდ გამოიჩინა თავი ქართული სამხედრო ტრადიციისადმი მიმართებაში. გამოსვლებში ის ხშირად ამბობდა რომ, „ევროინტეგრაციის გარეშე ქართულ საზოგადოებას დემოკრატიული განვითარების სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. „რა შეიძლება იყოს ალტერნატივა, ევრაზიული კავშირი? ასეთივე პროექტი თავს მოახვიეს საქართველოს მრვალი წლის წინ, მაგრამ მას საბჭოთა კავშირი ერქვა“ – ლამის ყველა მის გამოსვლაში ისმოდა მაშინ ეს ისტერიული, კაპიტოლიუმის და არა ქართველი ხახლის მოწონებაზე გათვლილი შეძახილები. თუმცაღა, ბევრი ყაბულდებოდა მის დემაგოგიას აქაც, მაგრამ, მე მაშინვე ავღნიშნავდი, – როგორ არ უნდა დააფიქროს ნორმალური და მოაზროვნე ქართველი პუტინის კონცეპტუალურმა არგუმენტაციამ. სადაც ის ცივად ახასიათებს „არჩევანს“ მიერთებასა ევრაზიულ კავშირსა და ევროპულ ინტეგრაციას შორის „ცრუ განტოტებად“: კერძოდ, ის ამბობდა მაშინ რომ, არავისთან აპირებდა კედლის აღმართვას. რომ ევრაზიული კავშირი აშენდებოდა უნივერსალურ პრინციპებზე, როგორც „დიდი ევროპის“ ნაწილი. რომელიც გაერთიანებულია თავისუფლების, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის უნივერსალურ ფასეულობებზე – რითიც, ფაქტობრივად დე გოლის მემკვიდრედ გვევლინებოდა იდეის ტარების თვალსაზრისით. მაშინდელმა საქართველოს ხელისუფლებამ კი რა აირჩია – „ევრაზიული კავშირის“ დისკრედიტაციის გზა, მილიტარისტული რიტორიკა და პუტინის დემონიზაცია, – ანუ უსაგნო საუბრები, საქმის კეთების ნაცვლად. პუტინს ამით არაფერი დაჰკლებია დიდი, მაგრამ ამან დროში გადაწია აფხაზეთის და ცხინვალის შემოერთება, რაც ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რაც ფუკუიამას შეეხება, „ისტორიის დასასრულის“ მერე, ცოტა არ იყოს, და სტატუსის მიუხედავდ, სერიოზულად მისი აღქმა, მიძნელდება. რადგან, ხშირად მოდის წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან. ასე მაგალითად, შარშანდელ წიგნში „ლიბერალიზმის მთავარი მტრები“, ის ასახელებდა მტრებს შორის ზუსტად რომ იმ ნეოლიბერალიზმს, რომელსაც ახლა გამოესარჩლა და რომლის წინააღმდეგ გამოდის საქართველოს მთავრობა. ანუ, ფაქტობრივად ის ეთანხმება ფუნდამენტალურ საკითხებში ღარიბაშვილს, მაგრამ ეტყობა პოლიტიკუკრი მიზანშეწონილობიდან გამოდინარე მაინც კიცხავს მას. მერედა, განა თავად ვერ ხედავს რა დღეში ჩააგდო კაპიტოლიუმის ახლანდელმა ადმინისტრაციამ შტატები, მაგრამ არ იტეხს იხტიბარს ეტყობა და ზუსტად ისვევე როგოც 90-იანების „ისტორიის დასარულში“ არასწორ დასკვნებს აკეთებს. ასე მაგალითად, The Economist_ში ახლახანს გამოქვეყნებულ მის წერილში, „აშშ-ს ჰეგემონიის დასასრული და ამერიკის მომავალი“, ვკითხულობთ რომ „ეს ჯერ კიდევ არაა ამერიკული წელთაღრიცხვის დასასრული. რომ ნამდვილი გამოწვევა პოლიტიკური პოლარიზაციაა ქვეყნის შიგნით და რომ ბაიდანმა უნდა გადაანაწილოს რესურსები, რათა მოახერხოს და შეაკავოს ჩინეთ-რუსეთი“. მოკლედ, – ოპტიმისტია და აბა დილეტატნს ხომ ვერ ვაკადრებ ჩამავალი ლიბერალიზმის ვარსკვლავს, თუმცაღა საშიშროებას შტატებისთვის ნამდვილად ადეკვატურად აფასებს (იცინის).
-გამოდის, მიზანმიმართულად აბნევენ თავის მრევლს?
თუ ჩემს მიერ შემოთავაზებულ სქემას დავსჯერდებით, არცაა გასაკვირი (იცინის). მესმის ისიც რომ, სქემა ბევრად მარტივია ვიდრე რელობა, მაგრამ მეორე მხრივ სქემის გარეშე რეალობასაც ვერ გავუგებთ. ეს ბანალობა უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, როდესაც დღეის მერე დავაკვირდებით და ყურადღების ფოკუსირების შემდეგ დავიანახავთ რომ ამას ყველა ხელთ არსებული, ინსტიტუციონალური თუ მედია საშუალებით ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან იმაზე მეტს კარგავენ რაც წარმოგვიდგენია. ვაღიაროთ რომ ჯერ-ჯერობით კარგადაც გამოსდით, რადგან სურათის დაბინდებაში, ასევე საკითხის გადაუწყეტელობაში, ძალზე ბერვი ძალაა დაინტერესებული და არ ეგონოს ვინმეს, რომ ეს მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. გარდა ამ ღია, პირდაპირ კაპიტოლიუმზე მიბმული დესტრუქციული ძალისა, უფრო მეტი ფარული ანტისახელმწიფოებრივი ელემენტია მიმოფანტული სხვადასხვა სახელმწიფოწარმომქნელ ინსტიტუტში, ფორმალურად ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილ მედიასა და ელიტარულ წრეებშიც კი, ე.წ., „დიპ სთეითის“ სახით. რადგან, სამშობლოზე სადღეგრძელოებს ამოფარებულნი, შინაარსობრივათ, ამ ხალხს ეროვნულობა და პარტიულობა არ გააჩნიათ, მხოლოდ ოკეანის გაღმელ პატრონებისადმი მორჩილება და მათი სურვილების მომსახურება ამოძრავებთ. დღეს ერთი დროშის ქვეშ არიან, ხვალ მეორე, ზეგ მესამე პარტიის მანდატი უდევთ უბეში. მიმიკრიის ამ დიდოსტატებს, სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ, ფორმალურად რომელ ძალაში ირიცხებიან დღეის მდგომარეობით-თქო. მათთვის ხომ, თვითმიზანს წარმოადგენს მღვრიე წყალში საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება და არამც სახელმწიფო, ანდა საზოგადოებრივი კეთილდღეობა. გასდით კიდეც, რადგან ესოდენ ძლიერი და ცბიერი მფარველობის ქვეშ არიან. მაგრამ, ამავე დროს პოლიტიკურად განათლებული ხალხია და მშვენივრად იციან ისიც რომ, გემი, რომელზეც მათ პირველი კლასის ბილეთები ჰქონდათ მთელი ეს პერიოდი, მალე აისბერგს შეეჯახება და რომ გადარჩნენ, პირველებმა უნდა მოასწრონ სამაშველო ნავებში ჩახტომა. რაც წარმოუდგენელია, თუ ქვედა გემბანის მგზავრები მასობრივად გაიგებენ რა ემუქრება გემს. საით მიმყავს და, არსებული მსოფლწესრიგი რადიკალურად იცვლება და ეს ვითარება ცივილიზირებულ სამყრაოს ქაოსის წლებს უქადის. ეს კი, სხვა ყველაფერთან ერთად ქართულ მედია და პოლიტიკური ველის გადაფორმატირებასაც ნიშნავს. ანუ ახალ სახეებს, იდეებს, პარტიებსა და მეინსტრიმულ მედია-დისკურსსაც. ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს რომ ვაბუქებ, მაგრამ არ მჩვევია და ამასთან ერთად, არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტიც ამბობს იგივეს. კერძოდ, რომ ქვეყნები და ელიტები, რომლებიც გაძლებენ ამ ტურბულენტობის ხანაში და სავარაუდოდ, ის 2030 წლამდე გასტანს – შექმნიან ახალ მსოფლიო წესრიგს და წესებს. წაგებულნი კი, სამუდამოდ ჩამორჩებიან, ზოგი საერთოდ გაქრება, ბევრი ახალიც აღმოცენდება. ნუ, დაახლოებით როგორც ეს ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს და კლასს დაემართა ХХ საუკუნის პირველ ნახევარში. სხვათა შორის, საქართველოსაც, მისი მაშინდელი მთავრობის არაკომპეტენტურობის და „დიდი ბიჭების“ თამაშებში უადგილო მონაწილების გამო. იცი რა, გადავხედავ ხოლმე არქივებს (და მოგეხსენება როგორ მიყვარს პირველწყაროებში ჩხერკედელაობა), ხოდა სულ უფრო მეტ მსავსებას ვპოულობ დღევანდელ დღესა და იმჟამინდელ ისტორიულ დისპოზიციას შორის. ისევე როგორც მაშინ, დღესაც ვხედავ არათანმიმდევრულ, ხარბ ელიტას და მითოლოგიაში ჩაძირულ, გაძვალტყავებულ ხალხს.
-ჰმ, რომელიც თავს ირჩენს უცხოეთში ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოების შესრულებით. თან ისეთი, სათაკილო რომაა იქაური ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ამას, ქობულეთელი კაცი ცუდ სიზმარშიც კი როგორ წარმოვიდგენდი?
მერედა, ერთი-ორად ართულებს რეალური სურათის აღქმას ისიც რომ, მასაში არნახულად დიდი წარმოდგენის არის ქართველი ხალხის ეს ნაწილი საკუთარ თავზე. იმის მაგიერ რომ ადეკვატურად შეაფასონ რეალობა და შესაბამისად იმოქმედონ სიტუაციის გამოსასწორებლად.
-პირადად მე, ამ ფენომენს, როგორც საბჭოეთის დროიდან გამოყოლილ წარმოდგენას ვუყურებ.
თუ მაშინ ეს წარმოდგენა ასე თუ ისე, რეალობასთან ახლოს იყო. დღეს, იმ პერიოდისგან განსხვავებით, საამაყო ნამდვილად ცოტა რამ დაგვრჩა. სადღეგრძელოების პრიზმაში გარდატეხილი, გადმოყოლილი ილუზიაა-მეთქი. აი, როდესაც საბჭოეთის პერიოდში ქართველი იგივდებოდა მედიაში და ლიტერატურაში რაინდობასთან, სიმდიდრესთან, ღირსებასთან, განათლებასთან და დღესაც იგივე მდგომარეობაში ჰგონია ინერციით თავი. განსაკუთრებით კი სუფრასთან და დასავლელი „პარტნიორების“ წინაშე. რომლებიც თავის მხრივ, გვიყურებენ რა, მხოლოდ როგორც „კარგო-კულტის“ მიმდევრებს და ერთი სული აქვთ ინსტრუმენტად გამოგვიყენონ მათი საცივილიზაციო მტრების, რუსის და ჩინელის წინააღმდეგ.
-თუგინდ, დერეფანადაც, არა? ვინ ან რაა ამაში დამნაშავე კონკრეტულად და სახელდობრ? ზუსტად არც მე ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ მერაბ მამარდაშვილი იშვერდა ინტელიგენციისკენ ხელს; ”ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით.” …
საქმე იმაშია რომ, ქართული ე.წ. „წითელი ინტელიგენციისადმი“ ბევრი პრეტენზიის მიუხედავად მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და „ინტელიგენციაც“ აღარაა დღეს თვითკმარი კლასი იმ გაგებით და რესურსით, როგორიც იყო თუნდაც მამარდაშვილის პერიოდში. მერედა, გაიხსენე თავად მამარდაშვილს რა უქნა ე.წ. „ეროვნულმა“ ბრბომ. მას მერე საერთოდ სხვა ფენებმა იტვირთა „სოციალური ინჟინერია“ საქართველოში და რა მერე, – არათუ ეშველა საკითხს, გაუარესდა ვითარება.
-კარგი, უფრო შორს რომ წავიდეთ; განა მხოლოდ „წითელ ინტელიგანციაში“ და „ეროვნულებში“ იყო პრობლემა? მენშევიკების მთავრობაც ხომ შორს იყო იდეალურისგან, რბილად რომ ვთქვა. დასტურად, თუნდაც გენერალ კვინიტაძის სიტყვები გამოდგება; „ერთადერთი, სადაც ვხვდებოდი თავიდან სიცივეს, შემდეგ კი არაკეთილგანწყობას ესენი იყვნენ მთავრობის წევრები, რომელთაგან ვხედავდი მხოლოდ მტრობას, განსაკუთრებით 1920 წლის ზაფხულიდან. ასეთ დამოკიდებულებას ჩემდამი მე იმით ვხსნი, რომ ისინი არა მხოლოდ გრძნობდნენ, არამედ შეხვედრებისა და დაუსრულებელი კამათების წყალობით იცოდნენ, რომ მე მათ კარგად ვიცნობ. მინისტრთა თანამდებობების ორეოლი ჩემზე არ მოქმედებდა. მე მათ გამჭოლად ვხედავდი. ჩემთვის ისინი ინტელექტის მიხედვით ძლივსძლიობით თუ იქნებოდნენ საშუალო დონისა და სრულებით არ შეესაბამებოდნენ იმ როლებს, რომლებიც მათ ბედმა არგუნათ. ყველა ისინი მცირედ იყვნენ განათლებულნი; არანაირი ფართო სახელმწიფოებრივი შეხედულებები. მარქსის ლოზუნგებით გამოკვებულნი, ისინი მათ ისე ეჭიდებოდნენ, როგორც ბრმა ეჭიდება კედელს; ვიწრო დოქტრინიორები, თეორეტიკოსები და მეტად სუსტნიც, მარქსის გარეთ ისინი უმეცარნი იყვნენ და არ შეეძლოთ იმ საკითხებში გარკვეულიყვნენ, რომლებიც მათ გადასაწყვეტად ეძლეოდათ. ეს ადამიანები არიან რევოლუციის საქმოსნები. მათ მშვენივრად იცოდნენ, თუ რას ვფიქრობ მათზე, და აი მიზეზიც ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულებისა“. მოკლედ, ეს დღესაა, ის აღიარებული და ლეგენდარული გენერალი, მაგრამ იმ მთავრობის პირობებში ხომ მუდმივ დევნას განიცდიდა არა? სიტყვაზე, ისევე როგორც დღეს აღიარებული მამარდაშვილი ზვიადის დროს და თავად ზვიადიც შევარდნაძის დროს, და რამდენი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება საქართველოს უახლესი ისტროიიდან. ანუ რაღაც ისეთ „სისტემურ შეცდომასთან“ გვაქვს საქმე, რომ დროთა ცვლასთან ერთად ვერა და ვერ აღმოიფხვრა ეს პრობლემა. აი ამიტომაცაა მნიშვნელოვანი; უახლეს ისტორიასთან ერთად და ექსტრაპოლაციის მერე, ძველი შეცდომების კეთილსინდისიერი ინვენტარიზაციის შემდეგ ახალ ისტრიულ პროექტზე საუბრით გავაგრძელოთ. რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელია! მით უფრო წინა ინტერვოუში შეპირებული ვართ მკითხველზე. შეგახსენებ – დავთქვით რომ, საქართველოში წესით და გარშემო მოვლენების შემხედვარე, უახლოეს მომავალში ისეთი ისტორიული პროექტი უნდა დაიდოს, რომელიც შეცვლის ტყვეობას მიმდინარე პარადიგმაში, ახალ მატრიცაზე. მგრამ, შევძლებთ კი?
ხომ ხედავ, მაინცა და მაინც მატრიცაზეა საუბარი, თუგინდ ახალზე (იცინის), ასეთია ოდითგანვე ადამიანის ხვედრი და ახლა მთავარია, უბრალოდ ოპტიკის შეცვლა არ გამოგვივიდეს. მოკლედ, წინა ინტერვიუშიც ავღნიშნე და ახლაც ვიტყვი რომ მაგას, რამოდენიმე ინსტიტუტი და ძლიერი მედიარესურსი სჭირდება.
თუმცა თუ შევძლებთ გარღვევას, მონახაზის და ორიენტირების წარმოჩენას, ეს უკვე ნახევარი საქმეა. დაინტერესებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვენ ძალების გამოჩენის შემთხვევაში კი ერთი-ორად წინ წავიწევოდით ინსტიტუტების და მედიარესურსის გარეშეც დაწყებით ეტაპზე. აუცილებელია ეს, თუ მართლაც გვინდა ამ „ზვიადისტურ-მიშისტური“ მატრიციდან გამოსვლა, რადგან არგამოსვლას, ისტორია აღარ გვაპატიებს და ტყუილა არ მიხსენებია ისტორიული დისპოზიცია, – მაშინ პროექტი მენშევიკების მთავრობამ ვერ შესთავაზა ხალხს და მეტიც, მთავრობის წინდაუხედაობის გამო პირველი მსოფლი ომის შედეგებით წაგებულ ბანაკში აღმოჩნდა საქართველო და დიდწილად იმის გამოა რომ, მაშინდელმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, ისევე როგორც ჯერჯერობოთ, ფორმალურად დღევანდელებმა, საკუთარ ინტერესებზე და იდეოლოგიაზე მორგებულ მატრიცაში ამყოფეს საქართველო!..
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე (გაგრძელება იქნება)