ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ უკრაინას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, მისი რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება, ამის შესახებ მან The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის პოზიციას მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც კიევში იმყოფებოდა და ეს რაღაცას ნიშნავს, თუმცა რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს. შესაბამისად, მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა ვიცავთ ჩვენს და „რუსეთის ებრაული სააგენტოს“ უსაფრთხოების ინტერესებს. “, – განაცხადა ელი კოენმა.