რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტი 20 მაისს შუადღისას მთლიანად დაიკავა.
„ბახმუტის აღების ხორცსაკეპი 224 დღე გრძელდებოდა,“ – დაწერა „ვაგნერის“ ლიდერმა.
პრიგოჟინმა მადლობა გადაუხადა რუს გენერალს სერგეი სუროვიკინსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც „სამშობლოს დაცვაში მონაწილეობის მიღების“ შესაძლებლობა მისცა. მან კვლავ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ და გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი.
უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.