რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უყრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტრომ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა პუტინს შეატყობინეს უკრაინელი დივერსანტების მიერ ბელგოროდის ოლქში შეჭრის მცდელობის შესახებ. უკრაინის დივერსიის მიზანი ბახმუტის მიმართულებით არსებული სიტუაციიდან ყურადღების გადატანაა. რუსული ძალები მუშაობენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან უკრაინული დივერსიული ჯგუფის გამოდევნასა და მის განადგურებაზე. არსებობს საკმარისი ძალები და საშუალებები“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.