ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთ-უყრაინის ომი, უყრაინის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა განაცხადა.
„ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ, რომ მიგვეღო უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება შორსმიმავალი პოლიტიკური შედეგები“, – აღნიშნა ჩერნევმა.
მისივე თქმით, ლუქსემბურგში ნატო-ს სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც გულისხმობს ნატო-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის საკითხზე, ასევე უყრაინის დახმარებას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.
დოკუმენტი მხარს უჭერს უყრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ასევე უყრაინის აღდგენის „მარშალის გეგმას“.
ამასთან, ასამბლეამ მოუწოდა თავისი ქვეყნების წარმომადგენლებს, ვილნიუსის სამიტზე ღიად დაუჭირონ მხარი უყრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს და შეთანხმდნენ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდგომ კონკრეტულ ნაბიჯებზე.