საპენსიო სააგენტომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია და საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

გიორგი დანელიამ სტუმრებს საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესები გააცნო. ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე, სერვისების დიგიტალიზაციის თემაზე, უახლეს სტატისტიკასა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გაამახვილა ბიზნეს სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე, თანამშრომელთა ინფორმირებასა, პირად გვერდზე წვდომის სარგებლობასა და ორგანიზაციების მხრიდან დეკლარირების პროცესებზე. გიორგი დანელია ასევე შეეხო მოქალაქეთა ინფორმირების აუცილებლობას, ამ მხრივ, სამომავლოდ დაგეგმილი კამპანიების და საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობას. უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ვრცელი და დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. ესაუბრა, საინვესტიციო მანდატზე, საინვესტიციო მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და საინვესტიციო გეგმებზე. ასევე, მან ისაუბრა ნაკლებად რისკიან, საშუალო და მაღალრისკიან საინვესტიციო პორტფელებზე, რომლებიც საპენსიო სააგენტოში უახლოეს მომავალში ამოქმედდება. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, საპენსიო სააგენტომ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები განახორციელა ეკონომიკურ ექსპერტებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, შემდგომში, კი იგეგმება მსგავსი შეხვედრები ადგილობრივ და რეგიონულ მედიასთან ასევე სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.