შალვა პაპუაშვილი – არის მომენტი, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია

ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელშია! – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილ ორ არამოსამართლე წევრის ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურების არჩევის საკითხზე გააკეთა.

მესამე ტურის გამართვა მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგში ასახულია.

პაპუაშვილის თქმით, უმრავლესობა წინა სასესიო კვირას სრულად იყო მობილიზებული და მობილიზებული იქნება მომავალ კვირას.

“არის ოთხი კანდიდატი. საჭიროა მინიმუმ 90 ხმა. საჭიროა ოპოზიციამ თავის თავზე 12 რეკომენდაციის შესრულების პასუხისმგებლობა აიღოს. იმედია, მომავალ კვირას საკითხს ამ პასუხისმგებლობით მიუდგებიან. ეს არის მომენტი, როცა აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება მხოლოდ ოპოზიციის ხელში იქნება. ვნახოთ, როგორი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკითხს.

როდესაც სიტყვით ბევრს ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება და რეკომენდაციების შესრულება უნდათ, ახლა შეუძლიათ საქმით დაამტკიცონ თუ რამდენად სეტიოზულია მათი სიტყვა”, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე