ღრმა დემენციაში მყოფს, აშშ ამჟამინდელ პრეზიდენტ ბაიდენს, თავისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს საქართველოში ყოფნა არ გაახსენდება, როგორც ის „ოქროს“ სიტყვები, სააკაშვილის დედას რომ უთხრა — დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი შვილის გაზრდისთვისო…
ვინ-ვინ და, ბაიდენმა უდავოდ კარგად იცის, რას ნიშნავს შვილის პატიოსნად გაზრდა, საკუთარი ვაჟიშვილის ჰანტერის „საგმირო“ საქმეებიდან, უფრო სწორად, ქრთამების აღებიდან გამომდინარე. ისეთი სკანდალური ისტორია იკვეთება თეთრი სახლის ისტორიაში, სხვა ქვეყნების სასახლეების, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის, ახლოსაც რომ ვერ მივა.
ნარკოტიკები, არასრულწლოვან გოგონებთან სქესობრივი კავშირები, ისე, როგორც პორნოვარსკვლავებთან; უკრაინიდან, ჩინეთიდან, რუმინეთიდან ქრთამად მიღებული მილიონები — მცირე ჩამონათვალია ბაიდენის ვაჟის „საგმირო“ საქმეებიდან — ამერიკული მედია რომ გამუდმებით ჟივჟივებს და ქვას-ქვაზე არ ტოვებს, ისე, როგორც დემოკრატების მეტოქე რესპუბლიკელები — პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტისთვის ყოველმხრივ მომზადებულნი.
ბაიდენი ის პრეზიდენტია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის ამერიკელთა ახალი რელიგიის, ლგბტ-ს დასაცავად და არა მარტო, არამედ მთელს მსოფლიოში გასავრცელებლად. „ტრანსვესტიტობა ჩვენი სული და გულიაო“ — ბრძანა მან.
ინგლისურმა BBC-მ ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ლგბტ-ობას. ეკრანი დაიპყრეს ულამაზესმა ქალებმა, შიშვლებმა, აუზებში მოჭყუმპალავეებმა, გამჭოლი მზერით, მიმზიდველი სექსუალური მიმოხვრით — ვიმეორებ, ულამაზესმა ქალებმა. ქალებმა? — არა მეგობრებო, ქალებად გადაკეთებულმა კაცებმა.
ერთ-ერთი მათგანი გვიყვებოდა, რომ 16 წლიდან შრომობს იმისთვის, რომ ქალად იქცეს. რამდენი ოპერაცია დასჭირდა იმისთვის, რომ ქალად ქცეულიყო?
მოდით დავსვათ კითხვა — ლგბტ-ობა არის თუ არა ნებაყოფლობითი?
წინათ იყო! დღეს, არა! დღეს, აუცილებლობაა. ლგბტ-ობა არ მოგწონს? — თუ არ მოგწონს, საჯაროდ არ უნდა გამოთქვა ამის თაობაზე, ვინაიდან ეს დისკრიმინაციაა. დიპლომატებიც ხომ ამას გვახსენებდნენ? ვიყოთ ტოლერანტები. უნდა ავიტანოთ, როდესაც ვაჟს, ვაჟი მოჰყავს ცოლად; ქალიშვილი, ქალიშვილზე გვითხოვდება.
ასეთია დასავლური მოთხოვნა. გვინდა იქ? იქაური ქუდი უნდა დავიხუროთ! ნუ მოვიტყუებთ თავს იმით, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ, გავაკეთებთ იმას, რაც გვინდა და ლგბტ-ს თაყვანისცემას არვინ დაგვაძალებს. ამ იაფფასიან საკენკს გვიყრიან ის ოპოზიციონერები, რომლებიც იქიდან ფინანსდებიან; იმათ საქმეს უწევენ პროპაგანდას; იმათ ემსახურებიან და რახან ასეა, ისინი იმათ წინააღმდეგაც გამოვლენ და გამოდიან, ვინც ლგბტ-ს წინააღმდეგია, მაგალითად რუსეთის.
ლგბტ-ობის წინააღმდეგ იბრძვის არაერთი ქვეყანა, მაგრამ მათგან განსხვავებით რუსეთი თანმიმდევრულად, კანონმდებლობით. ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსეთი სამაგალითოა ლგბტ-ობასთან ბრძოლით. ის სხვა თვალსაზრისითაც არის სამაგალითო, რაც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ და რაც მალე, უკეთესი, ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განხორციელება მაშინ, როდესაც სხვა ასეთს ერიდება, რუსეთისთვის ვალის დადება იქნება, რაც, როგორც დღეს, ისე მით უმეტეს ხვალ, იმ დიდი ქვეყნის მხრიდან უდავოდ დაფასდება.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
სტატია სრულად: “ისარი“