რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბელგოროდის ოლქში უყრაინელი სამხედროები კვლავ აქტიურები არიან, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ცდილობს, თავიდან აიცილოს უყრაინელი მებრძოლების შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე. დივერსანტების ეთნიკურობის შესახებ შეკითხვაზე პესკოვმა აღნიშნა, რომ „ისინი არიან უკრაინელი მებრძოლები უკრაინიდან.”
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.
„რა თქმა უნდა, გუშინ მომხდარი ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც ჩვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს მცდელობები გრძელდება და ასევე მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რათა მომავალში მსგავსი შეღწევა არ მოხდეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.