რაც არ უნდა იყბედონ კიევში იმის შესახებ, რომ ამ ტიპის დივერსიულ გამოხტომებს მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს ყველაფერი სიცრუეა, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიცრუე, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა უყრაინა პასუხისმგებელი ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ თავდასხმებზე.
„მათზე პასუხისმგებლობა ეკისრება კიევის რეჟიმს და, საბოლოო ჯამში, მის სპონსორებს, ანუ ვაშინგტონსა და ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორიცაა ბრიტანეთი და სხვები. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, პირდაპირი და უშუალო“, – განაცხადა მედვედევმა.