იენს სტოლტენბერგი: F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად უყრაინელი პილოტების გაწვრთნით, ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების სამართავად უყრაინელი პილოტების გაწვრთნით, ნატო კონფლიქტის მხარე არ ხდება.

სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ უყრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მას სწორედ ამაში ეხმარება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის აგრესიული ომი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ეს უფლება გაწერილია გაერო-ს ქარტიაში. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას ეს უფლება. ჩვენი უფლებაა, დავეხმაროთ მათ გაერო-ს ქარტიის, საერთაშორისო სამართლისა და აგრესიული ომის წინააღმდეგ დაცვაში. ნატო-ს ან ნატოელ მოკავშირეებს ეს არ ხდის კონფლიქტის მხარედ, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, დაიცვას თავი ამ აგრესიული ომის, პუტინის ბრუტანული შეჭრის წინააღმდეგ“, – აცხადებს სტოლტენბერგი.