ილჰამ ალიევი – წელს ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი 12 მილიარდი კუბური მეტრი იქნება,

მიმდინარე წელს, ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი 12 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, 2027 წლისთვის კი ექსპორტი წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ლიეტუვაში ვიზიტის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ძალიან მალე კასპიის ზღვის ერთ-ერთ მთავარ საბადოზე გაზის მნიშვნელოვანი მოპოვების შესახებ გახდება ცნობილი.

„2021 წელს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებამ ევროპაში რვა მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, წელს ეს მაჩვენებელი იქნება 12 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო 2027 წლისთვის, ვფიქრობ, 20 მილიარდი კუბური მეტრი. მჯერა, რომ ეს არის მინიმუმი, რადგან პოტენციალი არსებობს. აზერბაიჯანი, როგორც ევროპის საიმედო მიმწოდებელი, დღეს ახორციელებს ნავთობის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ექსპორტს. ჩვენ ვგეგმავთ წყალბადის, მათ შორის „მწვანე“ წყალბადის ექსპორტს და ეს ყველაფერი ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობის საერთო სტრატეგიული ჩარჩოს ნაწილია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.