ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ელჩმა საქართველოსადმი სამომავლო მხარდაჭერა დაადასტურა.

ირაკლი კობახიძემ იმამურა აკირას მადლობა გადაუხადა საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გაწეული სამსახურისთვის.

იაპონიის ელჩს საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.