მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დააკავებენ, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ Euronews Romania-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დიახ, მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამ სიტყვებით უპასუხა მარია სანდუმ ჟურნალისტის კითხვას, დააკავებენ თუ არა პუტინს, იმ შემთხვევაში, თუ ის მოლდოვაში ჩავა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ ბრალი წაუყენა მოსამართლეს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა.