გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უყრაინა ევროკავშირის წევრი ომის დასრულების შემდეგ გახდება. ამასთან, კანცლერის თქმით, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს უყრაინის წინაღმდეგ ომში. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ 160 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად გაწევრიანებით დასრულდება“, – აღნიშნა შოლცმა.
მისივე თქმით, „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მკაფიოდ უნდა დადგეს უყრაინის მხარეს, რადგან, სწორედ ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის წყალობით, ევროპაში დღეს მოქმედებს პრინციპები ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ურღვევობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევაზე ხალხთა უფლების შესახებ.
„ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ღრმა რწმენით ვიცავთ ამ პრინციპებს“, – განაცხადა შოლცმა.